აზარტული თამაშები სხვადასხვა შტატში სხვადასხვა ფორმით ლეგალურია, იუტის გარდა, იუტაში არალეგალურია ნებისმიერი ფორმის აზარტული თამაშები.
კალიფორნიის შტატიც კრძალავს აზარტულ თამაშებს, თუმცა ზოგიერთი ფორმა დაშვებულია. მაგალითად, ლატარია, ბინგო, კარტი. ასევე დაშვებულია ადგილობრივ ინდიელთა ტრადიციული კაზინოები.
ნიუ-იორკში კი კომერციული კაზინოები ნებადართულია, თუ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციებისთვის აკრძალულია აშშ-ში მცხოვრები ადამიანის თანხის გადარიცხვა თამაშების საიტზე, რის გამოც ზოგი საიტი უარს აცხადებს აშშ-ს მოქალაქეების მიღებაზე. ზოგიერთ შტატში ონლაინ აზარტული თამაშები უფრო ხელმისაწვდომია და საიტები ლიცენზიებით ფუნქციონირებენ.