loading

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები

img

განმარტება

img

ნაბიჯი 1:ჯანსაღი ცხოვრების წესი და დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე

img

კომპლექსური დავალება

რას იწვევს ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება

ვიდეოთამაშებზე დამოკიდებული ადამიანი ვერ კონცენტრირდება სხვა რამეზე, გარდა თამაშისა.

ხასიათი ხშირად ეცვლება, დანაშაულის გრძნობა აწუხებს, დეპრესიული, მოწყენილი და უხასიათოდ არის, როცა არ თამაშობს. 

მას მარტო ვიდეოთამაშები აბედნიერებს და ვეღარ ერთობა სხვა აქტივობებით, რომლებიც ადრე უყვარდა.

მას არა აქვს უნარი, დაიცვას დღის რეჟიმი, თავი გააკონტროლოს ან გაიაზროს, რა დროს ატარებს კომპიუტერთან. 

ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება ჯანმრთელობაზეც აისახება.

თამაშებზე დამოკიდებულების გამო ადამიანს შეიძლება დაეწყოს ზურგისა და თავის ტკივილი, მხედველობა გაუფუჭდეს, უძილობამ შეაწუხოს, ძალიან გასუქდეს ან ზედმეტად გახდეს. 

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა