loading

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები

img

განმარტება

img

ნაბიჯი 2:მარიხუანა და მისი უარყოფითი შედეგები

img

კომპლექსური დავალება

შედეგები

ხანმოკლე შედეგები

მარიხუანის ჭარბი მოხმარების შედეგები, რომლებიც  მოკლე დროში ვლინდება, უკავშირდება ხანმოკლე მეხსიერების პრობლემებს. გართულებები ექმნებათ ადამიანებს სქესობრივ ცხოვრებაშიც. 

ამას გარდა, მარიხუანამ შეიძლება ხელი შეუწყოს პანიკურ შეტევებსა და შფოთვის მომატებას, პარანოიის ჩათვლით, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ ვიღაც უთვალთვალებს.

სხვა გამოვლენა შეიძლება იყოს რეაქციების შენელება და დროის შეგრძნების დამახინჯება. 

არანორმირებული კვება მარიხუანის ხანმოკლე ეფექტად ითვლება. იმის გამო, რომ ზემოქმედების ქვეშ მყოფ ტვინს დაგვიანებულად (2-3 საათით გვიან) მიეწოდება ინფორმაცია დანაყრების შესახებ, ადამიანი იწყებს ძალიან ბევრის ჭამას. შედეგად, ხშირია ზედმეტი საკვების მიღებით გამოწვეული გართულებების გამო საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევები.

მარიხუანა მოკლე დროში იწვევს კოორდინაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ამდენად, არაფრით არ შეიძლება საჭესთან მოწევა. ასევე, სახიფათოა სპორტსმენებში, რადგან ვეღარ არიან ეფექტურები. 

მარიხუანა გულის ინფარქტის ალბათობას ზრდის. 

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით:  სამართლებრივი კულტურა, ნაწილი I ნაწილს. გვ 67.

 

გრძელვადიანი შედეგები

მარიხუანის მოხმარების გრძელვადიანი კვალი განსაკუთრებით მძიმედ ინტელექტის კოეფიციენტზე (IQ) აისახება. რთული, კომპლექსური დავალებების შესრულების უნარი მკვეთრად ქვეითდება. აკადემიური მოსწრებაც ეცემა. 

ემოციური კუთხით პრობლემები ჭარბი მოხმარების თანმდევია - ასეთმა ცხოვრების წესმა ადამიანს შეიძლება გაუფუჭოს ურთიერთობები ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან. 

ამასთან, ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი მცირდება, დეპრესიისა და ძილის დარღვევების შანსი იზრდება. 

მარიხუანის მოხმარება სხვა ნარკოტიკებზე გადასვლის რისკს ზრდის. 

მარიხუანა შეიძლება უკავშირდებოდეს ფილტვების დაავადებებსა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის დათრგუნვას.

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა