კანონი - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესამცირებლად.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი და თქვენს კომიტეტს ევალება რეგულაციების მოფიქრება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. შექმენით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, თქვენი მოსაზრებით, საქართველოში ლუდომანიის პრობლემას შეამცირებს.
დავალება შეასრულეთ წყვილებად და პროექტის სახით წარმოადგინეთ კლასში.
პრეზენტაციის შემდეგ ჰკითხეთ თქვენ თანაკლასელებს, რამდენად იზიარებენ თქვენ მიერ წარმოდგენილ რეგულაციებს.
პრეზენტაციაში ნათლად წარმოაჩინეთ:
- კაზინოს რეკლამისას რა ტიპის რეგულაციებს დაუწესებდით.
- როგორ შეამცირებდით ონლაინკაზინოზე ხელმისაწვდომობას და რა საშუალებით გამორიცხავდით არასრულწლოვნის ჩართულობას ონლაინ-კაზინოში.
- სკოლას რა როლი შეიძლება ჰქონდეს პრობლემის დაძლევისას.
- რა გზით არის შესაძლებელი მოქალაქის დაცვა დიდი თანხის წაგებისგან.
პრაქტიკული რჩევები:
- დავალების შესრულებამდე გაეცანით საქართველოს კანონმდებლობას აზარტული თამაშების შესახებ.
- გაეცანით რესურსში მოცემულ ინფორმაციას სხვა სახელმწიფოების გამოცდილების შესახებ. კიდევ ერთხელ გადახედეთ და მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია, სხვა სახელმწიფოებში რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს აზარტულ თამაშებთან მიმართებით.