დამოკიდებულება
თუ ადამიანი რაიმეზე მეტისმეტადაა დამოკიდებული, მაშინ ეს მისი ნების თავისუფლების, არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას ან დაკარგვას შეიძლება ნიშნავდეს.
- დამოკიდებულება არსებობს ორგვარი: ქცევითი და ქიმიური.
- ქცევითი დამოკიდებულებაა, როცა არ შეგიძლია ამ ქცევის გაჩერება – შესაძლებელია გაჩერდე გარკვეული დროით, მაგრამ მას ისევ და ისევ უბრუნდები, რასაც მოაქვს ფსიქოლოგიური, სოციალური და მატერიალური ზიანი; არ შეგიძლია არ იფიქრო ამ ქცევაზე – შეიძლება გარკვეულ მომენტში არ აკეთებ, მაგრამ მუდმივად ფიქრობ მასზე. მზად ხარ, ჩაიდინო სარისკო და ექსტრემალური საქციელი იმისათვის, რომ, მაგალითად, თამაში გააგრძელო;
- ხოლო ქიმიური დამოკიდებულება გამოხატულია ორგანიზმის დამოკიდებულებაზე სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების მიმართ, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლზე, შაქარზე ან სხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულება.