რატომ იგებს კაზინო ყოველთვის?
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გამოწვევაა ბევრ სახელმწიფოში, ადამიანების ნაწილს სჯერა, რომ კაზინოში გამარჯვება შესაძლებელია. თქვენ გევალებათ, რომ მოამზადოთ საინფორმაციო ბუკლეტი/პრეზენტაცია, რომელიც ახსნის, თუ რატომ იგებს კაზინო ყოველთვის.
აუცილებლად გაეცანით ვიდეომასალას და შემდეგ კლასში წარადგინეთ პრეზენტაცია და აუხსენით თანაკლასელებს, რატომ იგებს კაზინო ყოველთვის. (ვიდეოს ტექსტურ თარგმანს გაეცანით აქ)
პრეზენტაცია უნდა შეიცავდეს:
- ლუდომანიის განმარტებას - რატომ არის პრობლემა
- მკაფიო და მარტივ ახსნას, თუ როგორ ახერხებს კაზინო ყოველთვის იყოს გამარჯვებული