loading

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები

img

განმარტება

img

ნაბიჯი 1:ჯანსაღი ცხოვრების წესი და დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე

img

კომპლექსური დავალება

რას იწვევს ლუდომანია

ლუდომანია აზიანებს ადამიანის რეპუტაციას და ურთიერთობებს საყვარელ ადამიანებთან. ლუდომანიის პრობლემის მქონე ხშირად ჩხუბობს, გაღიზიანებულია.

ლუდომანს შეიძლება გამოუსწორებელი ფინანსური ზიანი მიადგეს - დაკარგოს ყველაფერი რაც აქვს, საცხოვრებელი სახლიც კი. ამასთან, ის ხშირად სესხულობს ფულს, ვალს ვეღარ აბრუნებს, რაც ყველასთან პრობლემას უქმნის. გაყიდვის მიზნით შესაძლოა მოიპაროს ოჯახის ან მეგობრების ნივთები.

ლუდომანისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემებია: მუცლისა და თავის ტკივილი, უძილობა, კვებითი აშლილობა.

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა