ნაბიჯი 1:ჯანსაღი ცხოვრების წესი და დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე
ქცევის ცვლილება:
ადამიანი იცვლის ადრე არსებულ ჩვევებს და სიამოვნებას ვეღარ იღებს იმ საქმიანობით, რითაც ადრე ერთობოდა, არ უვლის თავს, აგვიანებს შეხვედრებზე, აცდენს სკოლას, უნივერსიტეტს, სამსახურს. ხშირად სჭირდება ფულის სესხება და იშვიათად აბრუნებს ვალს.
ემოციური ცვლილება:
უფუჭდება ურთიერთობები ახლობლებთან, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. ეცვლება ხასიათი, გაღიზიანებული და ფეთქებადი ხდება, ნერვიულად საუბრობს და ხშირად ჩხუბობს. ამასთან, ადამიანებთან ურთიერთობაში გაუცხოებულია და საუბრისას - გაფანტული.
ჯანმრთელობის გაუარესება:
დამოკიდებულება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებსაც - დაწყებული თავის ტკივილით და დამთავრებული ნევროზითა და უძილობით. ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს ჭამის ჩვევაც - ან ზედმეტად ბევრის ჭამა დაიწყოს, ან, პირიქით, საერთოდ აღარ ახსოვდეს კვება და ხშირად იშიმშილოს.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: სამართლებრივი კულტურის სახელმძღვანელო (ნაწილი 1) გვ. 63