ამ თავში თქვენ იმსჯელებთ ცხოვრების ჯანსაღი წესისა და თავისუფლების, როგორც ადამიანის უმნიშვნელოვანესი ღირებულების, შესახებ; ინფორმაციას მიიღებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე ვიდეოთამაშზე დამოკიდებულებასა და აზარტულ თამაშებში ჩართულობას;
გაეცნობით საქართველოს კანონს ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ; იმსჯელებთ და გააანალიზებთ ინტერნეტსა და ვიდეო- თამაშებზე დამოკიდებულების საფრთხეებს.