მსჯელობა
სახელმწიფოები სხვადასხვა გზით ცდილობენ შეამცირონ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, მაგალითად:
დიდი ბრიტანეთი - ონლაინ აზარტული თამაშების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზიის მქონე გვერდებს, რომელთაც კანონი არეგულირებს, სხვა შემთხვევაში იბლოკება. აზარტული თამაშების ბიზნესი მაღალ გადასახადებს იხდის ლიცენზიისთვის. განსაკუთრებით კონტროლდება ფულის გათეთრება, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლიანი რეკლამირება. 18 წლამდე ადამიანი არ დაიშვება აზარტულ თამაშებთან და მის თვალწინ რეკლამირებაც აკრძალულია.
აზარტული თამაშების ოპერატორს სხვადასხვა სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგალითად, განსაკუთრებით მფლანგველ მოთამაშეს შესთავაზოს შესვენება და თამაშისგან თავის შეკავება.
საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, მუხლი 32: 21 წლამდე ასაკის პირისთვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში შესვლა, ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდისთვის ეროვნული ლატარიის ბილეთების მიყიდვა აკრძალულია.
- თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ ლუდომანიის წინააღმდეგ?
- თქვენი აზრით, რა არის სახელმწიფოს როლი? რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?
- თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს სკოლაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დასაძლევად?
- თქვენი აზრით, რა გზით შეიძლება ავარიდოთ მოზარდებს თამაშზე დამოკიდებულების რისკი?
- თქვენი აზრით, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის?
