loading

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები

img

კომპლექსური დავალება

ვიდეოთამაშზე დამოკიდებულების დაძლევა

წარმოიდგინეთ, რომ ვიდეოთამაშების კომპანიამ აგიყვანათ სამსახურში და დაგავალათ, რომ თამაშის პროცესში ჩართულ მოთამაშეს უნდა შეახსენოთ, რომ დიდი ხანია თამაშობს.  აუცილებელია, რომ ეს მიანიშნოთ თამაშისას. თქვენ უნდა მოიფიქროთ სხვადასხვა ტიპის თამაში, როგორებიცაა:  სათავგადასავლო, მცირეწლოვანთათვის და მოქმედებითი. შეგიძლიათ სტრატეგიული ტიპის თამაშიც დაამატოთ.

როგორ მიანიშნებდით მოთამაშეს, რომ დიდი ხანია თამაშობს. თან ისე, რომ ეს ძალიან შესამჩნევიც არ იყოს? 

ქვევით მოცემულია თამაშები, რომლებზეც შეგიძლიათ იფიქროთ, ან თქვენთვის ნაცნობი თამაშები აირჩიოთ. 

  • პირველი ტიპის თამაში: Electronic Arts - მა დაგავალათ, რომ ვიდეოთამაშ FIFA-ს  მოთამაშეს მიანიშნოთ, რომ დიდი ხანია თამაშობს. რა სტრატეგიას აირჩევდით ?
  • counter strike global offensive- ამ ვიდეოთამაშში რა სტრატეგიას აირჩევდით?
  • Minecraft - ამ ვიდეოთამაშში რა სტრატეგიას მოიფიქრებდით ?

დავალება შეასრულეთ ჯგუფურად და წარმოადგინეთ კლასში პრეზენტაციის სახით. 

აუცილებელია, რომ პრეზენტაცია შეიცავდეს სამივე ჟანრის თამაშის სტრატეგიას: სათავგადასავლოს, მცირეწლოვანთათვის და მოქმედებითს.

 

სტრატეგიის მოფიქრებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ: 

  • რა პრობლემებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ვიდეოთამაშზე დამოკიდებულება.
  • მოიფიქრეთ სტრატეგია, რომელიც თამაშის ნაწილია და მოთამაშეს ახსენებს, რომ უკვე დიდი ხანია თამაშობს.

 

პრაქტიკული რჩევები: 

  • სტრატეგიის ჩამოყალიბებამდე აღწერეთ რა ტიპის თამაშია. 
  • გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მინიშნება ხანგრძლივი თამაშის შესახებ მოთამაშისთვის არ იყოს ძალიან შესამჩნევი  და გამაღიზიანებელი.

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა