loading

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები

img

მსჯელობა

img

ნაბიჯი 1:ჯანსაღი ცხოვრების წესი და დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე

img

კომპლექსური დავალება

როგორ დავეხმარო თამაშზე დამოკიდებულ ადამიანს?

თქვენ უკვე იმსჯელეთ სახელმწიფოს როლზე, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ თამაშზე დამოკიდებულების შესამცირებლად. დროა ვიმსჯელოთ, ჩვენ, როგორც საზოგადოების რიგით წევრებს, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თამაშზე დამოკიდებულ ადამიანს. 

თუ თქვენს მეგობარზე შეიტყვეთ, რომ თამაშზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს, როგორ მოიქცეოდით? 

გაეცანით მოცემულ რჩევებს და მონიშნეთ, თქვენი აზრით, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და კლასში შეამოწმეთ, თქვენმა თანაკლასელებმა რომელი რჩევა გაიზიარეს და შემდეგ იმსჯელეთ: 

თქვენი წარმოდგენით, თქვენ მიერ არჩეული რჩევები რატომ არის მნიშვნელოვანი?

თქვენ კიდევ რა რჩევებს დაამატებდით?

  • მოვძებნიდი მსგავსი პრობლემის სხვა ადამიანებს, დავესწრებოდით ჯგუფურ სესიებს მათთან ერთად, ვინც ეს პრობლემა დაძლია, ან სურვილი აქვს, შეწყვიტოს თამაში;
  • მშვიდად ავუხსნიდი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ მასზე არ აისახება და  აწუხებთ ოჯახის წევრებს და გვაწუხებს მეგობრებს;
  • არ ვესაუბრებოდი გაბრაზებით და ყვირილით; არ წავუკითხავდი ლექციას მენტორული ტონით;
  • არ გავრიყავდი სამეგობრო წრიდან, შევეცდებოდი, მეტი დრო გაატაროს მეგობრების წრეში;
  • არ დავმალავდი პრობლემას და ჩავრთავდი სხვა ადამიანებსაც, ოჯახის წევრებს, მეგობრებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
  • დავეხმარებოდი ახალი ჰობის შეძენაში.
image

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა