loading

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები

img

კომპლექსური დავალება

დაეხმარე აზარტულ თამაშზე დამოკიდებულს

ჯგუფმა უნდა მოიფიქროს სტრატეგია, თუ როგორ მოიქცევიან ლუდომანიით დაავადებულ ადამიანთან. ჯგუფის ერთმა წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს ერთი ჯგუფის სტრატეგიის პრეზენტაცია და განიხილოს მთელ კლასთან. 
შემდეგ იმსჯელეთ  კლასთან ერთად, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს პრეზენტატორის წარდგენილი სტრატეგია.

I ჯგუფი “მშობლები” - შვილი ლუდომანიით არის შეპყრობილი ან ამის ეჭვი გაქვთ. წარმოიდგინეთ, რომ მშობელი ხართ, შეიმუშავეთ სტრატეგია, თუ რას იზამდით ლუდომანის მშობლის ადგილას.

II ჯგუფი “მეგობრები” - თქვენი მეგობარი ლუდომანია. რას იზამდით?

III ჯგუფი “ცოლი/ქმარი/შეყვარებული” - თქვენს ცოლს/ქმარს/შეყვარებულს აქვს ლუდომანიის პრობლემა. მოიფიქრეთ თქვენი სტრატეგია.

IV ჯგუფი “თანამშრომლები” - სამსახური გაკავშირებთ ადამიანთან, რომელსაც ატყობთ ლუდომანიისაკენ მიდრეკილებას. აგვიანებს სამსახურში, ხშირად ითხოვს ხელფასს წინსწრებით და თანამშრომლების ვალებიც აქვს. რას იზამდით?

შეგიძლიათ თეატრის ფორმით წარუდგინოთ კლასს აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ ადამიანთან სწორი/არასწორი კომუნიკაციის ამსახველი მცირე წარმოდგენები.

პრეზენტაცია უნდა შეიცავდეს:

  • ლუდომანიის განმარტებას - რატომ არის პრობლემა.
  • საკუთარი შეხედულებების, ქცევების შეფასება - როგორ დაეხმარება თქვენი რჩევა ადამიანს.
  • რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ შერჩეული სტრატეგია სწორია.

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა