loading

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები

img

მსჯელობა

img

ნაბიჯი 2:მარიხუანა და მისი უარყოფითი შედეგები

img

კომპლექსური დავალება

მარიხუანას მოხმარების უარყოფითი შედეგები

  • მარიხუანა მათრობელა ბალახია, რომელიც მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე და ცვლის ადამიანის ფსიქიკას.
  • თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ მარიხუანის მოხმარების შესახებ?
  • ჩამოთვალეთ სიტყვები, რომლებიც მარიხუანასთან, მისი მოხმარების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასთან ასოცირდება.
  • შეადარეთ თანაკლასელების მიერ ჩამოთვლილი სიტყვები. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება?
  • რას გვეუბნება ეს ასოციაციები ჯგუფის ცოდნაზე მარიხუანის მიმართ?
  • გაიარეთ ეს თავი სავარჯიშოებით და ისევ მიუბრუნდით ჩამოთვლილ სიტყვებს. რას შეცვლიდით და ამოიღებდით? რას დაამატებდით? რა გაიგეთ ახალი?
  • ცნობილია, რომ მარიხუანა ადამიანს სწავლის მოტივაციას უკარგავს და, ზოგადად, ცხოვრებისადმი ინდიფერენტულს (გულგრილს) ხდის. თქვენი აზრით, რა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეს ადამიანის კარიერული და პირადი ცხოვრებისათვის?
  • თქვენი აზრით, რა გავლენა აქვს მარიხუანის მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობაზე?
  • თქვენი აზრით, რაში გამოიხატება მარიხუანის მოხმარების ხანმოკლე და ხანგრძლივი შედეგები?
  • თქვენი აზრით, იწვევს თუ არა მარიხუანა მიჩვევას?

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა