ნაბიჯი 2:მარიხუანა და მისი უარყოფითი შედეგები
მცდარია გავრცელებული მოსაზრება, რომ მარიხუანა არ იწვევს მიჩვევას. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ნარკოტიკებთან შედარებით მარიხუანის მოხმარებას არ ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ფიზიკური დამოკიდებულება, მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარების შეწყვეტა რთულია - რეგულარული მოხმარების შეწყვეტის შემდეგ გაჩენილი სხვადასხვა უსიამოვნო სიმპტომისაგან თავის დაღწევის მიზნით, ადამიანი მის მოხმარებას კვლავაც აგრძელებს.