ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი უფლებები კანონით დავიცვათ, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ კანონი არღვევს ჩვენს უფლებებს?
აქამდე განვლილ მასალებში შევისწავლეთ სამართალდამცავ ორგანოთა ფუნქციები, მოვალეობები, მიზნები. პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო ჩვენს კანონიერ უფლებებს ყოველდღიურად იცავენ და ამ დროს ყოველთვის მოქმედებენ სხვადასხვა კანონით დადგენილი წესებით. ჩვენ შეგვიძლია, კანონების გათვალისწინებით წინასწარ განვსაზღვროთ, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ სხვადასხვა ორგანოსათვის მიმართვით.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონდამცველი კანონს იცავს კანონითვე დადგენილი წესების მიხედვით.
ახლა კი დაფიქრდით:
- შეიძლება, რომ თავად კანონმა დაარღვიოს ჩვენი უფლებები და თავად კანონი იყოს უსამართლო?
- როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ იმ კანონისგან, რომელიც ჩვენს უფლებებსა და თავისუფლებებს უსამართლოდ ზღუდავს?
