
რატომ უნდა მივმართოთ პოლიციას
ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბანში საღამოს 7 საათზე, როდესაც მაცხოვრებლების უმეტესობა სახლში იყო, ამავე უბანში მცხოვრებ ქალს დანით შეიარაღებული კაცი დაესხა თავს. ქალის ყვირილზე მეზობლების უმეტესობა (რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 30 იყო), ფანჯრებს მიაწყდა და სახლიდან ადევნებდა თვალს ქუჩაში განვითარებულ მოვლენებს. პირველად თავდამსხმელი ხმაურმა და ბინებში უეცრად ანთებულმა სინათლემ დააფრთხო და გაიქცა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და მსხვერპლისათვის ჭრილობების მიყენება განაგრძო.
მიუხედავად იმისა, რომ ქალისა და თავდამსხმელის ბრძოლა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ამ ხნის განმავლობაში არც ერთ ადამიანს არ დაურეკავს პოლიციაში. საბოლოოდ, მხოლოდ ერთმა მათგანმა დარეკა და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.
- როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლებოდა ამ ფაქტის თვითმხილველები დახმარებოდნენ ქალს?
- თქვენი აზრით, რატომ არავინ გამოიჩინა ინიციატივა ქალის დასახმარებლად? რა იყო ამის მიზეზი?
- თქვენ როგორ მოიქცეოდით, თუკი ამგვარ ფაქტს შეესწრებოდით? ვის შეატყობინებდით? რატომ?
- თქვენი აზრით, რა შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივმა გულგრილობამ და მორალურმა უპასუხისმგებლობამ?