loading

სამართლის დაცვა საქართველოში

img

მსჯელობა

img

ნაბიჯი 1:პოლიციელი

img

კომპლექსური დავალება

რისთვის არის საჭირო სამართალდამცავი?

სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის გაკვეთილებზე ალბათ გსმენიათ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია ადამიანის საკუთრების უფლება, გადაადგილების უფლება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. 

შემთხვევა 1: წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეზობელი, რომელიც მარტო ცხოვრობს, სოფელში წავიდა და სახლის გასაღები დაგიტოვათ. მეორე დღეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდით, აღმოაჩინეთ, რომ თქვენი მეზობლის სახლის კარი ბოლომდე გამოღებული დაგხვდათ.

შემთხვევა 2: წარმოიდგინეთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი დემონსტრაციულად ეწევა თამბაქოს და თრობის ნიშნები ეტყობა.

შემთხვევა 3: წარმოიდგინეთ, რომ სკოლის წინ ოცამდე ახალგაზრდაა შეკრებილი და დაძაბულ ფონზე ყვირილითა და უცენზურო ლექსიკით რაღაცის გარკვევას ცდილობს.

  • თითოეულ შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი რეაქცია?
  • რა მოხდება, თუ 112-ის ოპერატორი თქვენს ზარს არ უპასუხებს?
  • რამდენად მნიშვნელოვანია კანონის დასაცავად ეფექტიანი სამართალდამცავი ორგანოების არსებობა და ფუნქციონირება?
image

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა