loading

სამართლის დაცვა საქართველოში

img

განმარტება

img

ნაბიჯი 1:პოლიციელი

img

კომპლექსური დავალება

სამართალდამცველი ორგანოები

თითოეულ ადამიანს ევალება კანონის მოთხოვნების დაცვა, თუმცა ყველა ადამიანი ვერ მოახდენს სათანადო რეაგირებას ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კანონი ირღვევა და ადამიანის უფლებები ილახება. ასეთი შემთხვევების გამკლავებას სპეციალური ცოდნა, მომზადება და უნარ-ჩვევები სჭირდება. 

სამართალდამცველს უწოდებენ კანონის დაცვის სფეროში მომუშავე პირს, რომელსაც კანონის დაცვის უფლებამოსილება კანონით აქვს მინიჭებული. სამართალდამცველებს აქვთ გავლილი სპეციალური მომზადების კურსი, ფლობენ სათანადო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც კანონის დასაცავად არის საჭირო.

სამართალდამცველთაგან ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პოლიციელებს ვხვდებით. პოლიციელის ცნობა ადვილია, რადგან მათ სპეციალური ფორმა აცვიათ. 

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა