ნაბიჯი 1:პოლიციელი
საქართველოს პოლიცია საზოგადოების სამსახურში მდგომი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც კანონის სრული დაცვით უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. პოლიცია, როგორც საზოგადოების სამსახურში მდგომი სახელწიფო ორგანო, ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.
პოლიციას მუდმივი ურთიერთობა აქვს საზოგადოებასთან, რათა განისაზღვროს მისი პრობლემები, საჭიროებები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. პოლიცია ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, რომელშიც დასაქმებული არიან პოლიციის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები
პოლიციის ამოცანებია:
ა) ადამიანის უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
ბ) სათანადო ზომების მიღება დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, ასეთი ქმედებების გამოვლენა, გამოძიება, დანაშაულში ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;
გ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
პოლიციისა და მისი ფუნქციების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით სამართლებრივი კულტურის სახელმძღვანელოს მე-10, მე-11 და მე-13 გვერდებს