საპროტესტო პლაკატი
მშვიდობიანი პროტესტი, შეკრება და მანიფესტაცია წინააღმდეგობის გამოხატვის, არასასურველი იდეებისა და ქმედებების წინააღმდეგ გალაშქრების, სასურველი ცვლილებების მიღწევის კანონიერი საშუალებაა. პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა გზა და ფორმა არსებობს, თუმცა, როგორც წესი, საპროტესტო აქციების განუყოფელ ნაწილია საპროტესტო პლაკატები. ზოგჯერ მათზე ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს აღმოაჩენთ, ხოლო ზოგჯერ პლაკატმა შეიძლება ფიზიკური დაპირისპირება და კანონთან პრობლემებიც კი გამოიწვიოს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, საპროტესტო პლაკატების მთავარი დანიშნულებაა პროტესტის მონაწილეთა შეხედულებების, მოთხოვნების, სურვილების გამოხატვა. საპროტესტო პლაკატები უფრო მეტ მუხტსა და სულისკვეთებას სძენს საპროტესტო აქციასა და მის მონაწილეებს.
ჩვენ ირგვლივ უამრავი საკითხი არსებობს, რომლებიც შეიძლება არ მოგვწონდეს და რომელთა შესაცვლელადაც სიამოვნებით გამოვხატავდით პროტესტს. მოიფიქრეთ ერთი კონკრეტული საკითხი, რომლის შესახებაც პროტესტის ან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნით პლაკატს.
პლაკატზე წარმოაჩინეთ:
- გაეცანით საპროტესტო პლაკატების ნიმუშებს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-9 მუხლს. აქ წარმოდგენილი წესების დაცვითა და შეზღუდვების გათვალისწინებით, შექმენით პლაკატი თქვენ მიერ ამორჩეული საკითხის გასაპროტესტებლად (პლაკატზე დაიტანეთ თქვენი მოწოდება/მოთხოვნა/ მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაცია. შეგიძლიათ გააფორმოთ მისი ვიზუალური მხარეც: დაურთოთ ილუსტრაციები, სიმბოლოები, ნახატები და სხვა).
- მოაწყვეთ პლაკატების პრეზენტაცია და გაუზიარეთ თქვენი სათქმელი თანაკლასელებს.