loading

სამართლის დაცვა საქართველოში

img

მსჯელობა

img

ნაბიჯი 2:პროკურორი და სასამართლო

img

კომპლექსური დავალება

ვინ და როგორ უნდა გამოიძიოს დანაშაული?

image

წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ პოლიციის ოპერატორმა მიიღო შეტყობინება ქუჩაში დაშავებული ადამიანის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პოლიციის ეკიპაჟს დახვდა ქუჩაში მწოლიარე ადამიანი, რომელიც ცივი იარაღით იყო დაჭრილი, ხოლო მასთან ჩამუხლული იყო მეორე ადამიანი, რომელსაც ხელები სისხლიანი ჰქონდა. დაჭრილი მოქალაქე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მასთან მყოფი მოქალაქე პოლიციამ დააკავა.

  • როგორ შეგვიძლია შევაფასოთ აღნიშნული სიტუაცია?
  • შეგვიძლია, რომ დანამდვილებით ვთქვათ, დამნაშავეა თუ არა დაჭრილ მოქალაქესთან ერთად მყოფი ადამიანი, რომელსაც სისხლიანი ხელები ჰქონდა?
  • რა არგუმენტებით შეგვიძლია მივიჩნიოთ დამნაშავედ და რა არგუმენტებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ იგი არ არის დამნაშავე?
  • რა არის იმისთვის საჭირო, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სიმართლე დადგინდეს?
  • ვინ უნდა გამოიძიოს დანაშაული?

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა