loading

სამართლის დაცვა საქართველოში

img

მსჯელობა

img

ნაბიჯი 3:შეკრება და მანიფესტაცია, როგორც სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი საშუალება

img

კომპლექსური დავალება

პროტესტი, როგორც პატრიოტიზმის გამოხატვის ფორმა

14 აპრილს საქართველოში  დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

გაეცანით ქვემოთ მოცემულ ორ ვიდეოს:

რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს?

მობილიქსი-დედაენის დღე

მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოაწყვეთ დისკუსია  თემაზე: “პროტესტი, როგორც პატრიოტიზმის გამოხატვის ფორმა.“

შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი სადისკუსიო შეკითხვებით:

  • რომელი საკითხის ირგვლივ გაერთიანდა ქართველი ხალხი?
  • რა იყო ქართული საზოგადოების პროტესტის მთავარი მიზანი?
  • თქვენი აზრით, რომელი ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდა ქართული საზოგადოება?
  • რატომ იქცა ქუჩაში გამოსვლა და მანიფესტაციის მოწყობა ცვლილების მიღწევის უკანასკნელ საშუალებად ქართველი ხალხისათვის?
  • სად ჩანდა ქართველების პატრიოტული სულისკვეთება და მათი საერთო მიზანი?
  • რა ცვლილებების გამოწვევა შეუძლია სამართლიან სახალხო პროტესტს? რა შედეგი გამოიღო 1978 წლის პროტესტმა ქართველი    ხალხისათვის?
  • ხომ არ გაიხსენებდით სხვა ქვეყნების მაგალითებსაც, რომლებმაც სამართლიანი პროტესტის გზით მიაღწიეს გამარჯვებას?  

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა