loading

სამართლის დაცვა საქართველოში

img

მსჯელობა

img

ნაბიჯი 2:პროკურორი და სასამართლო

img

კომპლექსური დავალება

მოსამართლე

უყურეთ არტურ ბუთის სასამართლო პროცესს. დააკვირდით საქმის განმხილველ მოსამართლეს, მის დამოკიდებულებებს, ქცევის მანერასა და მიმართვებს.

 

ვიდეოს ნახვის შემდეგ იმსჯელეთ:

  1. როგორი რეაქცია ჰქონდა მოსამართლეს, როცა აღმოაჩინა, რომ ბრალდებული მისი ყოფილი კლასელი და მეგობარი იყო?
  2. როგორი რეაქცია ჰქონდა ბრალდებულს?
  3. თქვენი აზრით, რამდენად მამოტივირებელი შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამართლის სიტყვები ბრალდებულისათვის, როცა მან თქვა, რომ ბრალდებული „ სკოლაში საუკეთესო ბავშვი იყო?“
  4. როგორ ფიქრობთ, მოახდენდა თუ არა გავლენას მოსამართლის სიტყვები ბრალდებულზე, რომ მას უკეთესობისაკენ შეეცვალა თავისი ცხოვრება?
  5. თქვენი აზრით, იქონია თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენა იმან, რომ ბრალდებული მისი კლასელი აღმოჩნდა?
  6. რატომ არის მნიშვნელოვანი, მოსამართლე, სხვა პროფესიულ თვისებებთან ერთად, ჰუმანურობითაც გამოირჩეოდეს? 

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა