loading

სამართლის დაცვა საქართველოში

img

განმარტება

img

ნაბიჯი 2:პროკურორი და სასამართლო

img

კომპლექსური დავალება

საკონსტიტუციო სასამართლო

თქვენ უკვე იცით, რომ საქართველოს უზენაესი კანონი არის კონსტიტუცია. ყველა სხვა კანონი უნდა შეესაბამებოდეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. თუმცა, შესაძლოა, რომ პარლამენტმა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც არ იქნება კონსტიტუციასთან თანხმობაში და გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა უკანონო დარღვევა. ასეთი შემთხვევებისათვის არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, განიხილოს მოქალაქის ან სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სარჩელი კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ გასაჩივრებული კანონის ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ჩანაწერს, იგი ძალადაკარგულად ცნობს გასაჩივრებულ კანონის ნორმას.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ სამართლებრივი კულტურის სახელმძღვანელოს 108-ე და 109-ე გვერდებზე.

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა