loading

სამართლის დაცვა საქართველოში

img

განმარტება

img

ნაბიჯი 1:პოლიციელი

img

კომპლექსური დავალება

პოლიციელის პროფესიული ეთიკა

დღესდღეობით ეთიკური ქცევა ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა არაერთი პროფესიის წარმომადგენლისათვის. ეთიკა იმ ძირითადი ფასეულობების ერთობლიობაა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის სწორ ქცევას.

პოლიციელის საქმიანობის ეფექტიანობა დიდწილადაა დამოკიდებული საზოგადოების მხრიდან დახმარებასა და მხარდაჭერაზე. პოლიცია წარმატებულია მაშინ, როცა იგი მჭიდროდ თანამშრომლობს მოსახლეობასთან. პოლიციისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილგანწყობა, მასთან ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება. პოლიციელმა საკუთარი პროფესიონალიზმი უნდა შეუთავსოს ეთიკურობას, რითაც მნიშვნელოვნად ამაღლდება პოლიციის სამსახურის ავტორიტეტი საზოგადოებაში.

პოლიციელის პროფესიული ეთიკის წესები დარეგულირებულია საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსში.

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა