ნაბიჯი 2:პროკურორი და სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე სახელმწიფო წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, ბრალდებული მტკიცებითი ფორმით მოიხსენიონ დამნაშავედ, რადგან ეს ჩაითვლება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად, თუმცა ვარაუდის გამოთქმა და ფაქტებზე მსჯელობა დასაშვები და აუცილებელიც არის.