loading

კიბერდანაშაული

img

მსჯელობა

img

ნაბიჯი 2:კიბერდანაშაულის თავიდან არიდებისა და კიბერდანაშაულის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები; კიბერდანაშაულის გამოძიებაში ჩართული სახელმწიფო უწყებები.

img

კომპლექსური დავალება

შანტაჟთან, მუქარასა და იძულებასთან გამკლავება

პერსონალური, საბანკო და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გაეცანით სახელმძღვანელოს 37-ე  -  42-ე გვერდებზე.

ახლა კი შევეხოთ საკითხს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შანტაჟის ან მუქარის მსხვერპლი აღმოვჩნდით. დაფიქრდით:

  • რა იქნებოდა ყველაზე სწორი საქციელი არასრულწლოვნის მხრიდან, თუ იგი აღმოჩნდებოდა შანტაჟის ან მუქარის მსხვერპლი ზრდასრულის მხრიდან?
  • რა იქნებოდა ყველაზე არასწორი საქციელი როგორც არასრულწლოვნის, ასევე ზრდასრულის მხრიდან?
  • ვის შეუძლია ადამიანის დაცვა შანტაჟისა და მუქარისგან?

მსჯელობის დასრულების შემდეგ გაეცანით ინფორმაციას კიბერდანაშაულის გამოძიების პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და კიბერდანაშაულის მსხვერპლთა დახმარების მექანიზმების შესახებ.

შეადარეთ თქვენი მოსაზრებები სახელმძღვანელოს 42-ე გვერდზე მოცემულ ინფორმაციას შანტაჟისა და მუქარისგან თავის დაცვის შესახებ.

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა