21-ე საუკუნეში ინტერნეტი და ინტერნეტმომსახურება თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და მისმა პოპულარიზაციამ შექმნა ისეთი საფრთხეები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინ არ არსებობდა - გაჩნდა დანაშაულის ახალი სახე - კიბერდანაშაული.
შესაბამისად, საჭირო გახდა კიბერსივრცეში ადამიანის უფლებების დაცვა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
ამ ნაწილში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული კიბერდანაშაულისა და იმ საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს კიბერდანაშაულის მსხვერპლი.
გაეცნობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც არეგულირებს კიბერდანაშაულს შემთხვევების განხილვის გზით.