ნაბიჯი 2:კიბერდანაშაულის თავიდან არიდებისა და კიბერდანაშაულის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები; კიბერდანაშაულის გამოძიებაში ჩართული სახელმწიფო უწყებები.
კიბერდანაშაულის გამოძიება, გარდა იურიდიული განათლებისა, საჭიროებს ტექნიკური საკითხების ცოდნასაც, რისთვისაც შსს კიბერდანაშაულის სამმართველოში ფუნქციონირებს 2 განყოფილება, რომელთა შემადგენლობაში შედიან საქმის მწარმოებელი გამომძიებლები და გამომძიებლები, რომლებსაც აქვთ საკმარისი ტექნიკური ცოდნა. საქმის გამოძიებაში ორივე განყოფილება ერთობლივად მონაწილეობს.
კიბერტერორიზმის შემთხვევაში საქმეს იძიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
მას შემდეგ, რაც დაიწყება კონკრეტულ ფაქტზე გამოძიება და გამოიკვეთება დანაშაულის ჩამდენი პირი, მას ჩადენილი ქმედებისათვის ბრალი წარედგინება და სისხლის სამართლის საქმე გაიგზავნება პროკურატურაში.
პროკურატურიდან საქმე იგზავნება სასამართლოში, სადაც მოსამართლე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განიხილავს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა დანაშაული და გამოაქვს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენი.