loading

კიბერდანაშაული

img

განმარტება

img

ნაბიჯი 2:კიბერდანაშაულის თავიდან არიდებისა და კიბერდანაშაულის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები; კიბერდანაშაულის გამოძიებაში ჩართული სახელმწიფო უწყებები.

img

კომპლექსური დავალება

ელექტრონულ ფოსტაზე საეჭვო შეტყობინების ამოცნობა

როგორც უკვე იცით, კიბერდამნაშავეს შეუძლია საფრთხის შემცველი ბმულის გავრცელება ელ. ფოსტის, მესინჯერისა თუ სოციალური მედიის საშუალებით და ამ გზით კიბერდანაშაულის ჩადენა. 

ქვემოთ მოცემულია  ის ნიშნები, რომლებითაც შეიძლება ელ. ფოსტაზე მიღებული საეჭვო შეტყობინების ამოცნობა. გაეცანით მათ, კიდევ ერთხელ გადახედეთ უკვე განხილულ ორი ელექტრონული წერილის  ნიმუშებს და დარწმუნდით, რომ ყველა საეჭვო ნიშანი ამოიცანით.

  • წერილის სათაური ძალიან ზოგადი შინაარსისაა;
  • წერილი მოცემულია ბმული, რომელიც საეჭვოდ გამოიყურება;
  • წერილის შინაარსი ტოვებს განცდას, რომ რაღაც სასწრაფოა;
  • წერილში არის რაიმეს უფასოდ მიღების შეთავაზება; 
  • წერილში საუბარია რაიმე ისეთ ფაქტზე, რომელთანაც ადრესატს არასოდეს ჰქონია შეხება
  • ზოგიერთ წერილში შეიძლება ეწეროს რაიმე ამის მსგავსი: „შეკვეთა ჩვენს კომპანიაში. თქვენ მიერ ბოლოს გაკეთებული შეკვეთა გაორმაგებულია.“ ან: „თქვენ მიერ გაკეთებულ შეკვეთაზე გადასახდელი თანხა გაორმაგებულია“(თუმცა, სინამდვილეში, შესაძლოა. ადრესატს არანაირი შეხება ჰქონია ამ კომპანიასთან); 
  • მსგავს წერილებში ხშირია გრამატიკული ან ლექსიკური შეცდომები, რადგან ხშირად მსგავსი ელექტრონული წერილები იგზავნება უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ, რომლებმაც კარგად არ იციან ის ენა, რომელზეც წერენ. ხშირ შემთხვევაში ეს არის ინგლისურენოვანი წერილები, თუმცა, რა თქმა უნდა, ქართულ ენაზეც შეიძლება მივიღოთ ასეთი წერილი;
  • როგორც წესი, თქვენ არ იღებთ ან ძალიან იშვიათად იღებთ ელექტრონულ წერილს იმ პიროვნებისაგან  ან კომპანიისგან, რომლისგანაც მოგივიდათ წერილი;
  • ელ. ფოსტის მისამართი, საიდანაც წერილი იგზავნება, ყალბია. როგორც უკვე იცით, ყალბ მისამართებს ქმნიან კარგად ცნობილი გვერდების სახელებში მცირედი ცვლილებების შეტანით, ისე, რომ მომხმარებელს გაუჭირდეს ამ ცვლილების შემჩნევა. მაგ:. Google - G0ogle, Amazon - Amazoon, facebook.com - faccebook.com.

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა