ქარდინგი
უყურეთ ვიდეოს და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
- ვიდეოში ნანახ შემთხვევაში რა ხერხი გამოიყენა დამნაშავემ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით?
- თქვენ სარგებლობთ საბანკო ბარათით? ასრულებთ ონლაინგადახდებს?
- დაფიქრებულხართ ონლაინსივრცეში არსებული მსგავსი საფრთხეების შესახებ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენი საბანკო ინფორმაციის დაცულობას?
- ამ ვიდეოში წარმოდგენილ დანაშაულს ქარდინგი ეწოდება. დაფიქრდით, რა კავშირი აქვს მას ფიშინგთან? იმუშავეთ თქვენს მეწყვილესთან ერთად და თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ ქარდინგის მოკლე განმარტება.
- შეადარეთ თქვენ მიერ გაკეთებული განმარტება შემოთავაზებულ განმარტებას. რამდენად ემთხვევა ისინი ერთმანეთს?