loading

კიბერდანაშაული

img

მსჯელობა

img

ნაბიჯი 1:საქართველოში გავრცელებული კიბერდანაშაული და მასთან დაკავშირებული საფრთხეები; საქართველოს კანონმდებლობა და კიბერდანაშაული.

img

კომპლექსური დავალება

ვებგვერდებზე თავდასხმა

ერთ-ერთ პოპულარულ ვებგვერდზე, რომელზეც შესაძლებელი იყო პროდუქციის შეძენა ინტერნეტის მეშვეობით, აუცილებელი პირობა იყო რეგისტრაციის გავლა. გარკვეული დროის შემდეგ, კონკურენციის გამო, ვებგვერდის პოპულარობა შემცირდა, საბოლოოდ კი მასზე პროდუქციის გაყიდვა შეწყდა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვებგვერდის მფლობელები მას სათანადო ყურადღებას აღარ აქცევდნენ, რის გამოც კიბერდამნაშავემ ადვილად მოიპოვა წვდომა ვებგვერდის მონაცემთა ბაზაზე, რომელშიც მითითებული იყო რეგისტრირებული მომხმარებლების ავტორიზაციის პარამეტრები (სახელი და პაროლი) და პერსონალური ინფორმაცია, როგორებიცაა: სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.

იმსჯელეთ:

  • თქვენი აზრით, რისთვის შეიძლება გამოიყენოს დამნაშავემ მომხმარებელთა ავტორიზაციის პარამეტრები, თუ ამ ვებგვერდით ეს მომხმარებლები უკვე აღარ სარგებლობენ? პერსონალური მონაცემები?
  • რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა სხვადასხვა ვებგვერდზე დარეგისტრირებისას?
  • თქვენი აზრით, ვებგვერდებზე თავდასხმისას, გარდა პერსონალური მონაცემებისა, კიდევ რა სახის ინფორმაციის გასაჯაროება შეიძლება მოხდეს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გაეცანით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის განმარტებას

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა