რეკომენდაციების მომზადება ფიშინგის, ქარდინგისა და სქიმინგისაგან თავის დასაცავად
- ფიშინგის, ქარდინგისა და სქიმინგის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სახელმძღვანელოს მე-15 - მე-19 გვერდებზე მოყვანილ მაგალითებს:
- იმუშავეთ მცირე ჯგუფებში 10-15 წუთის განმავლობაში და დაწერეთ რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებსაც მისცემდით თქვენს თანატოლებს ფიშინგისა და ქარდინგის შემთხვევებისაგან თავის დასაცავად. გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი ნამუშევრები;
- მომდევნო თავში შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ კიბერდანაშაულისაგან თავდაცვის სხვადასხვა რეკომენდაციას. შეინახეთ თქვენ მიერ დაწერილი რეკომენდაციები და შეადარეთ მათ.