ნაბიჯი 2:კიბერდანაშაულის თავიდან არიდებისა და კიბერდანაშაულის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები; კიბერდანაშაულის გამოძიებაში ჩართული სახელმწიფო უწყებები.
გაეცანით ქვემოთ მოყვანილ შემთხვევას და შეასრულეთ მოცემული ინსტრუქცია:
ნატა ბულია 14 წლისაა. იგი სწავლობს თბილისის N46 სკოლაში და, ამასთანვე, მუსიკალური სკოლის მე-6 საფეხურს ასრულებს. ნატას საყვარელი კომპოზიტორი მოცარტია და ხშირად აზიარებს მის ნაწარმოებებს სოციალურ ქსელში.
მან შექმნა პაროლის რამდენიმე ნიმუში, რომელთა გამოყენებაც უნდა თავისი პირადი გვერდებისათვის სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა ვებგვერდზე დასარეგისტრირებლად. დაეხმარეთ მას დაცული პაროლების შერჩევაში.
ცხრილი A-დან გადაიტანეთ პაროლის ნიმუშები ცხრილი B-ს შესაბამის სვეტში.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ კი პაროლის დაცულობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცანით სახელმძღვანელოს 39-ე გვერდზე.