პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების განხილვა
გაეცანით სახელმძღვანელოს 25-ე - 29-ე გვერდებზე მოცემულ შემთხვევებს. იმუშავეთ მცირე ჯგუფებში და უპასუხეთ ქვემოთ დასმულ კითხვებს:
- თქვენ მიერ განხილულ შემთხვევაში ჩადენილია თუ არა კიბერდანაშაული? თუ კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) რომელი მუხლით/მუხლებით რეგულირდება ეს დანაშაული? კოდექსის მუხლები მოცემულია სახელმძღვანელოს 29-ე - 36-ე გვერდებზე.
- კონკრეტულად, რა სახის დანაშაული იქნა ჩადენილი?
- რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მსხვერპლი?
კითხვებზე პასუხები შეიტანეთ მომდევნო გვერდზე მოცემულ ცხრილში.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ განხილული შემთხვევა/შემთხვევები შესაძლოა რამდენიმე სხვადასხვა დანაშაულს მოიცავდეს, თუმცა, ვინაიდან ამ კურსის თემაა კიბერდანაშაული, ყურადღება მხოლოდ კიბერდანაშაულზე გაამახვილეთ.
შემთხვევების განხილვის შემდეგ თითოეულ ჯგუფს შესაძლებლობა გექნებათ, გაუზიაროთ ჯგუფს არგუმენტები თქვენი მოსაზრების გასამყარებლად.
ცხრილზე მუშაობის დასრულების შემდეგ თქვენს მასწავლებელთან ერთად განიხილეთ სახელმძღვანელოში მოცემული სსკ-ის სხვა მუხლებიც (მუხლი 150, 157, 158, 159), რომლებითაც რეგულირდება არა კიბერდანაშაული, არამედ სხვა ტიპის დანაშაული და ერთად იმსჯელეთ, თითოეულ შემთხვევას კიდევ რომელი მუხლი შეიძლება უკავშირდებოდეს.