
შემთხვევის განხილვა - ახალი სოციალური ქსელი
გაეცანით ქვემოთ მოყვანილ შემთხვევას და უპასუხეთ კითხვებს:
ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია ახალი პოპულარული სოციალური ქსელის შესახებ. მეგობრების რჩევით ქსელში ნიკაც დარეგისტრირდა და მალევე მისი მეგობრების სიაში ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი გაჩნდა. ნიკა თანდათან სულ უფრო დიდ დროს ატარებდა ამ ქსელის საშუალებით სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში.
ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ავტორიზაციის პარამეტრების სწორად მითითებისა, საკუთარ გვერდზე შესვლა ვეღარ შეძლო. ამ უსიამოვნებას კიდევ სხვა უსიამოვნებაც დაემატა - მისმა თანაკლასელებმა ნიკას შეატყობინეს, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში მათ ნიკას სახელით უხამსი შინაარსის მესიჯები მისდიოდათ.
- რა უნდა გაეთვალისწინებინა ნიკას ახალ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებამდე?
- კონკრეტულად რა უნდა გაკეთებინა ამ ქსელში დარეგისტრირებამდე?
- რა სავარაუდო შეცდომა დაუშვა ნიკამ ახალ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებისას?
- რა გამოსავალი არსებობს ამ შეთხვევიდან?