loading

კიბერდანაშაული

img

კომპლექსური დავალება

დავალება 3. წერილობითი დავალება „რაფთ.“

ეს წერილობით შესასრულებელი დავალებაა, რომლის სახელია „რაფთ.“ რაფთ არის შემდეგი სიტყვების აკრონიმი:

რ - როლი;
ა - აუდიტორია;
ფ - ფორმა;
თ - თემა.

თქვენი მიზანია ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის ცნობიერების ამაღლება კიბერდანაშაულთან დაკავშირებით.

ვიდრე წერას შეუდგებოდეთ: 

  • მოირგეთ რაიმე როლი - გადაწყვიტეთ, ვისი პოზიციიდან გსურთ მიმართვის გაკეთება. შეგიძლიათ, ისაუბროთ ბავშვის, მასწავლებლის, სამართალდამცავის, კიბერდანაშაულის მსხვერპლის, მშობლის ან თქვენთვის სასურველი სხვა ადამიანის პოზიციიდან.
  • შეარჩიეთ აუდიტორია - ვის გსურთ მიმართოთ? ეს შეიძლება იყოს: თქვენივე თანატოლთა ჯგუფი, მშობლები, მასწავლებლები, ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლება, თავად კიბერდამნაშავეები, კიბერდანაშაულის მსხვერპლნი და სხვა თქვენთვის საინტერესო ჯგუფის წარმომადგენლები.
  • გადაწყვიტეთ, რა ფორმით გსურთ სათქმელის გამოხატვა. შეგიძლიათ, დაწეროთ სტატია, ბლოგი, ოფიციალური წერილი, მოხსენება, მხატვრული ჩანახატი და სხვა. 
  • თქვენი მიმართვის თემა კიბერდანაშაულს უკავშირდება, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ, ამ თემასთან დაკავშირებულ რომელიმე ასპექტზე განსაკუთრებით გაამახვილოთ ყურადღება ან რაც შეიძლება მეტ საკითხს შეეხოთ ზოგადად.

 

ეცადეთ, თქვენს ნაწერში პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაზე ზრუნვა ინტერნეტის გამოყენებისას?
  • რა გზებით არის შესაძლებელი კიბერდანაშაულისაგან თავის დაცვა? დაფიქრდით, როგორ უკავშირდება ეს თქვენს კომპიუტერს, ტელეფონს ან ინტერნეტქსელში ჩართულ სხვა ელექტრონულ მოწყობილობას?
  • რა უნდა გვახსოვდეს საბანკო ბარათების მოხმარებასა და საბანკო ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებით?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი „ძლიერი“ პაროლის გამოყენება ვებგვერდებზე რეგისტრაციისას?
  • ვის შეიძლება მივმართოთ, თუ კიბერდანაშაულის მსხვერპლი აღმოვჩნდით?

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა