დავალება 1. გამოკითხვის ჩატარება და ცნობიერების ამაღლების კამპანია.
ეტაპი I. ჩაატარეთ 12-18 წლის, 19-25 წლის, 26-34 წლის და 35-50 წლის ადამიანთა ონლაინგამოკითხვა და შეაფასეთ მათი ინფორმირებულობის ხარისხი კიბერდანაშაულთან დაკავშირებით. ამისათვის:
ა) მოიფიქრეთ შესაბამისი კითხვები;
ბ) შეადგინეთ კითხვარი საბოლოო სახით და ჩაატარეთ გამოკითხვა google form-ის საშუალებით.
ეტაპი II. გააანალიზეთ მიღებული მონაცემები. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოკვეთილი საჭიროების მიხედვით დაგეგმეთ კიბერდანაშაულთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლების კამპანია. ამისათვის შეგიძლიათ ამოირჩიოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე ხერხი:
- მოიფიქრეთ სცენარი და შექმენით მოკლე ანიმაცია;
- შექმენით კომიქსი;
- მოიფიქრეთ 3-4 სლოგანი შესაბამისი დიზაინით;
- დაწერეთ ბლოგი პოპულარულ ენაზე;
- შექმენით მცირე ზომის ბუკლეტი;
- შექმენით მოკლე თამაში;
- თავად მოიფიქრეთ სხვა, თქვენთვის უფრო საინტერესო ხერხი შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ინფორმირებისა და ცნობიერების ასამაღლებლად.