ფიშინგი
უყურეთ ვიდეოს და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
- ვიდეოში ნანახ შემთხვევაში რა ხერხი გამოიყენა დამნაშავემ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით?
- კიბერდანაშაულთან ერთად, კიდევ რომელი დანაშაული ჩაიდინა დამნაშავემ?
- დაფიქრდით და თქვენს მეწყვილესთან ერთად თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ იმ კიბერდანაშაულის მოკლე განმარტება, რომელიც ვიდეოჩანაწერში ნახეთ, შემდეგ კი გაუზიარეთ თანაჯგუფელებს. შეადარეთ თქვენ მიერ გაკეთებული განმარტება ჩადენილი დანაშაულის შემოთავაზებულ განმარტებას. რამდენად ემთხვევა ისინი ერთმანეთს?