loading

სამართლებრივი კულტურა

img

მსჯელობა

img

ნაბიჯი 1:სამართალი და კანონი

img

კომპლექსური დავალება

რისთვის გვჭირდება კანონი?

ალბათ, ყველას გვიყვარს სახლის წინ ეზოში მეგობრებთან ერთად გართობა, ფეხბურთის ან კალათბურთის თამაში. ზოგჯერ, უბრალოდ, გარეთ სეირნობა და მეგობრებთან საუბარი გვანიჭებს სიამოვნებას. 

საქართველოში დასახლებულ პუნქტში ტრასპორტის მოძრაობა დასაშვებია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში - არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. 

წარმოიდგინეთ, რომ მომდევნო თვეში სიჩქარისათვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება და ყველა მძღოლი თავად გადაწყვეტს,  რა სიჩქარით უნდა იმოძრაოს. 

  • რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ავტომობილით მოძრაობის სიჩქარის ლიმიტების გაუქმებას?
  • რა საჭიროებების გამო არსებობს ავტომობილით მოძრაობისას სიჩქარის შეზღუდვები?
  • თქვენი აზრით, რა არის კანონი?
  • რატომ იცავენ ადამიანები კანონს ავტომობილით მოძრაობისას და რა შედეგები შეიძლება მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ კანონებს არღვევენ?
  • ავტომობილით მოძრაობის წესების გარდა, სხვა რომელი კანონების შესახებ გსმენიათ?
  • თქვენი აზრით, რომელი კრიტერიუმებით შეგვიძლია შევაფასოთ, კანონი კარგია თუ ცუდი?
image

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა