საკანონმდებლო ინიციატივა

თქვენ უკვე გაეცანით ინფორმაციას, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება და შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კანონშემოქმედებით პროცესებში. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თავადაც მიიღოთ მონაწილეობა კანონპროექტის შექმნაში. განსაზღვრეთ თქვენ გარშემო ისეთი საკითხი ან სფერო, რომელშიც, მიგაჩნიათ, რომ კანონის სახით გარკვეული წესების დადგენა არის საჭირო. მოამზადეთ კანონპროექტი და წარუდგინეთ თანაკლასელებს განსახილველად.
კანონპროექტში ხაზგასმით წარმოადგინეთ:
- თქვენ მიერ შექმნილი კანონის ერთ ან რამდენიმე მუხლში წარმოდგენილი წესები, რომელთა საშუალებითაც გარკვეული პრობლემის გადაჭრა ან მოწესრიგება გაქვთ გადაწყვეტილი;
- განმარტებითი ბარათი კანონპროექტთან დაკავშირებით.
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ:
- კანონპროექტი შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენ გარშემო არსებულ ნებისმიერ პრობლემურ ან აქტუალურ საკითხზე. კანონის ტექსტი უნდა იყოს ლაკონიური, მკაფიო, არაორაზროვანი. უნდა შეიცავდეს კონკრეტულ წესსა და ინფორმაციას წესის დარღვევისას მოსალოდნელ შედეგებზე.
- განმარტებითი ბარათში იწერება ის გარემოებები, რომელთა გამოც მიგაჩნიათ საჭიროდ ამ კანონის მიღება. განმარტებითი ბარათი შედგება შემდეგი პუნქტებისაგან:
- კანონპროექტის მიღების მიზეზი - რა პრობლემის გამო გახდა საჭირო ამ კანონის მიღება?
- კანონპროექტის მიღების მიზანი - რას შეცვლის ან გამოასწორებს აღნიშნული კანონის მიღება?
- კანონპროექტის ძირითადი არსი - კანონის ტექტის ახსნა-განმარტება;
- კანონპროექტის შესაბამისობა კონსტიტუციასთან - მითითება და დასაბუთება კანონპროექტის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში წარმოდგენილ რომელიმე მუხლთან;
- კანონპროექტის წარდგენის შემდეგ გამოიკითხეთ თანაკლასელების პოზიცია: რამდენად უჭერენ მხარს თქვენ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს და მოაწერდნენ თუ არა ხელს მას.