დისკუსია
უნდა მქონდეს თუ არა მე, საქართველოს მოქალაქეს, კანონის შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა?
ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ რიგითი მოქალაქეს მხოლოდ კანონის დაცვა ევალება, ხოლო კანონის შექმნისა და მისი მიღების პროცესში მხოლოდ განსაკუთრებული ცოდნისა და უნარების მქონე ადამიანები და თანამდებობის პირები უნდა იყვნენ ჩართულნი. საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კანონის შექმნისა და მიღების პროცესში მოქალაქეებსაც უნდა ჰქონდეთ აქტიური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
- თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს თუ არა რიგით მოქალაქეს, ექიმს, მასწავლებელს, მძღოლს, სტუდენტს ანდა პენსიონერს კანონის შექმნისა და მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა?
- შეუწყობს თუ არა ხელს რიგითი მოქალაქეების აქტიური ჩართვა კანონშემოქმედებით პროცესში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და სამართლებრივი კულტურის ამაღლებას? პასუხი დაასაბუთეთ.
