საკანონმდებლო პროცესი და მასში მოქალაქეთა მონაწილეობა
საკანონმდებლო პროცესი/კანონშემოქმედებითი საქმიანობა გულისხმობს კანონის შექმნისა და მიღების პროცედურების ერთობლიობას.
საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის მქონე პირის მიერ კანონპროექტის მომზადებითა და პარლამენტისათვის წარდგენით.
საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, ფრაქციას, კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს (საკონსტიტუციო კანონის პროექტის წარსადგენად საჭიროა 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა);
მოქალაქეთა მიერ წარდგენილი კანონპროექტებისა და პეტიციების ნახვა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე https://esignature.parliament.ge/