loading

სამართლებრივი კულტურა

img

მსჯელობა

img

ნაბიჯი 2:ადამიანის უფლებები და თავისუფლებები

img

კომპლექსური დავალება

ადამიანის უფლებების დაცვა ადამიანის თავისუფლების უზრუნველსაყოფად

“იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! - სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა”.

ვაჟა-ფშაველა: “რა არის თავისუფლება?”

ინდივიდუალურად ან ჯგუფებში გაეცით პასუხები შემდეგ კითხვებს და პასუხები თანაკლასელებთან ერთად შეაჯამეთ:

  • აღნიშნული ტექსტიდან გამომდინარე, რომელი გარემოებების არსებობა უშლის ხელს ადამიანის თავისუფლებას?
  • რომელ უფლებათა დაცვისა და მოვალეობათა შესრულების საჭიროებებზე მიუთითებს ავტორი?
  • სამართალდამცავთან ერთად იმსჯელეთ, არის თუ არა  თანამედროვე საქართველოში იგივე პრობლემები?
  • გადახედეთ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს და იმსჯელეთ, რამდენად არის ის გარემოებები გათვალისწინებული და უფლებები დაცული, რომლებზეც ტექსტში არის ყურადღება გამახვილებული?

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა