ნაბიჯი 1:სამართალი და კანონი
სამართლებრივი კულტურა გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი ცხოვრების წესს. სამართლებრივი კულტურის მქონე საზოგადოების წევრებმა იციან კანონები, რომლებიც მათ სახელმწიფოში მოქმედებს, გააზრებული აქვთ და ესმით კანონის მნიშვნელობა, აღიარებენ და იცავენ კანონს, მონაწილეობენ კანონშემოქმედებით პროცესში. სამართლებრივი კულტურის მაღალი დონე გულისხმობს, რომ ადამიანები კანონს იცავენ არა იმიტომ, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული სასჯელის ეშინიათ, არამედ მათ გააზრებულად ესმით კანონის დაცვის მნიშვნელობა საზოგადოებაში წესრიგისა და მშვიდობის არსებობისათვის.