რას ნიშნავს იყო თავისუფალი თანამედროვე საზოგადოებაში? რა არის უფლება და რა კავშირია უფლებებსა და მოვალეობებს შორის? რა უფლებები აქვს სკოლის მოსწავლეს?
საქართველოს მოქალაქეს სჭირდება გარკვეული ცოდნა, რათა სრულფასოვნად შეძლოს თავისი უფლებების განხორციელება და დაცვა. ამ ნაბიჯის გავლით თქვენ გექნებათ საშუალება, სავარჯიშოების შესრულების, განმარტებების გაცნობისა და მსჯელობების შედეგად მიიღოთ ინფორმაცია თქვენი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, შეამოწმოთ თქვენი თავი, რამდენად კარგად იცით თქვენი, როგორც მოსწავლის, უფლებები და მოვალეობები, ასევე იმსჯელოთ და გაიაზროთ სამართლებრივი სკოლის მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ.