loading

სამართლებრივი კულტურა

img

განმარტება

img

ნაბიჯი 1:სამართალი და კანონი

img

კომპლექსური დავალება

კონსტიტუცია - სახელმწიფოს უმაღლესი კანონი

კონსტიტუცია სახელმწიფოს ძირითადი კანონია, რომელსაც უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს, რაც  ნიშნავს, რომ ყველა კანონი, რომლებიც სახელმწიფოში მიიღება,  უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას. კონსტიტუციაში მოცემულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, განსაზღვრულია მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობასა და ქვეყნის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით; 
ცნებების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ინფორმაციას სამართლებრივი კულტურის სახელმძღვანელოს მე-5  -  მე-7 გვერდებზე.

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა