არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი კანონდარღვევები
გაეცანით კანონის მუხლებს და იმსჯელეთ:
რამდენად გავრცელებულია საზოგადოებაში ცოდნა აღნიშნული კანონდარღვევების შესახებ?
რა მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებების დაცვისათვის საზოგადოების მაღალ სამართლებრივ კულტურასა და კანონის ცოდნას/პატივისცემას?
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 1501. ქორწინების იძულება
- ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 121
- სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის.
- სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მესაკუთრის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
მუხლი 155. ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა
- სავაჭრო ობიექტში (მათ შორის, რესტორანში, კაფესა და ბარში) არასრულწლოვნისათვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევა – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
მუხლი 170. არასრულწლოვნის დათრობა
- არასრულწლოვნის დათრობა, ანდა მშობლის ან იმ პირის მიერ, რომელსაც ევალება არასრულწლოვნის მეთვალყურეობა, არასრულწლოვნის დათრობის არაღკვეთა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.