loading

არასრულწლოვანი და კანონი

img

კომპლექსური დავალება

არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან არიდება

წარმოიდგინეთ, რომ მუშაობთ არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან არიდებისა და პრევენციის თემებზე. თქვენი მიზანია, შეიმუშაოთ პროგრამა/კურსი ბავშვებისათვის, სკოლისათვის ან/და ოჯახისათვის, რომელში ჩართვაც უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას არასრულწლოვნებში. პროგრამა შეიძლება იყოს საგანმანათლებლო-შემეცნებითი, აღმზრდელობითი, სამკურნალო-სარეაბილიტაციო და სხვა. პროგრამის სამიზნე ჯგუფი შეიძლება იყოს მოზარდი, სკოლა ან/და ოჯახი.

 

მოიფიქრეთ პროგრამის აღწერა, რომელშიც უნდა წარმოადგინოთ:

  • პროგრამის სახელწოდება (მაგ.: ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამა; ველოსპორტის მოყვარულთა პროგრამა; ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა;  ბულინგის პრევენციის პროგრამა და სხვა);
  • პროგრამის ხანგრძლივობა;
  • პროგრამის განხორციელების მიზანი;
  • პროგრამის მოსალოდნელი შედეგები;
  • პროგრამაში ჩართული პირები;
  • ახსნა იმისა, თუ რატომ იქნება ეფექტიანი ამ პროგრამაში ჩართვა მოზარდისათვის/სკოლისათვის/ოჯახისათვის და როგორ შეუწყობს ის ხელს დანაშაულის პრევენციას არასრულწლოვნებში.
  • თქვენი პროგრამები წარადგინეთ კლასში.

 

პრაქტიკული რჩევები კომპლექსური დავალების შესასრულებლად:

დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველო უზრუნველყოფს ახალგაზრდებში  დანაშაულის ადრეულ, ზოგად პრევენციას. სამმართველო სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებით მუშაობს. ესენია: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობის განვითარება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. სამმართველოს უმთავრესი ფუნქციაა არაფორმალური განათლების, სხვადასხვა შიდა თუ გარე აქტივობის გზით პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. გაეცანით დანაშაულის პრევენციის ცენტრის ვებგვერდს, რათა წარმოდგენა შეგექმნათ, თუ როგორი მიდგომები არსებობს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით შექმნილ პროგრამებში. ამავე თემატიკაზე შეგიძლიათ ნახოთ სიუჟეტი სპორტული შეჯიბრების შესახებ და სიუჟეტი პროგრამისა "წერილი ჯარისკაცს".

ჩაწერეთ საძიებო სიტყვა ან ფრაზა